“შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ” – გიორგი კეკელიძე

შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი ახალი საქმის გამო, ხშირად ვისმენ ასეთ ამბებს. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ” ხოლმე პატარებს და არც თუ ძალიან პატარებს ან თმებში წვდებიან. ,,არ უჯერებს” და ,,რა ქნან?” ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი – ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს – საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს. დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები.

ასევე დაგაინტერესებთ

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე: … მაგ­რამ თუ მაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­ფი­ნან­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამ კა­ნონს არ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი, ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი არ არის გამჭვირ­ვა­ლე