შვიდ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ დოლარი შეადგინა – საშუალო საექსპორტო ფასი 6.14 $/კგ-ია

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა.
ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა.
გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება – 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.