შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც მოწმეებს სასამართლოში ანონიმურად ჩვენების მიცემის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მოწმეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და უფრო ხშირად დათანხმდნენ ჩვენების მიცემას.
ანონიმურობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რეალური საფრთხე მოწმეების ან მათი ახლობლების უსაფრთხოებაზე. ამასთან, ანონიმურობა შენარჩუნდება, თუ საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ ორი წლით.
კანონს კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის შვედეთის სამართლის საბჭოსგან, რომელიც თვლიდა, რომ ასეთი სისტემის სარგებელი „ძალიან შეზღუდული“ იქნებოდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრემერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი დამუშავდა საბჭოს კომენტარების გათვალისწინებით.
