შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება

შეცდომა იყო ს გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება
შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა.
„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“ -განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.
Previous: 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს