შექმენით 5 კაციანი დივერსიული ჯგუფები მათი ტრანსპორტის გასანადგურებლად – უკრაინაში მებრძოლი ვანო ნაიდრაძე იოპოზიციას მითითებებს აძლევს

ომია და ნუ მოერიდებით ბარიკადების ასაგებად ყველა საშუალების გამოყენებას ,მათ შორის ახლომდებარე შენობების ინვენტარს და საბურავები ყველაზე მთავარია, – წერს ში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც რადიკალ აქტივისტებს საღამოს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მითითებებს აძლევს.
მისი განცხადებით, უნდა შეიცვალოს ლოკაცია, თავისუფლების მოედანი კი იდეალური ადგილია. ასევე, ნადირაძე აქციის მონაწილეებს პიროტექნიკის გარდა, სხვა საშუალებების გამოყენებისკენაც მოუწოდებს და დივერსიული ჯგუფების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც სამართალდამცავების ტრანსპორტს გაანადგურებენ.
“1. შეცვალეთ ლოკაცია, თავისუფლების მოედანი იდეალური, თავის ბევრი გასასვლელით და ვიწრო ქუჩებით სადაც არ მისცემთ მათ გაშლის საშუალებას.
2. ომია და ნუ მოერიდებით ბარიკადების ასაგებად ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის ახლომდებარე შენობების ინვენტარს და საბურავები ყველაზე მთავარია.
3. შექმენით 5 კაციანი დივერსიული ჯგუფები მათი ტრანსპორტის გასანადგურებლად+ რაიონულ განყოფილებების მიმდებარედ, აუცილებელია მოქმედების არეალი უნდა გაიზარდოს.
4. მარტო პიროტექნიკით ვერ გააჩერებთ სხვა საშუალებებია საჭირო
5 .ეგენი მოქმედებენ სწორ ხაზოვნათ ის რაც ასწავლეს, თქვენ უფრო მეტი კრეატიულობა და უფრო თავისუფლება გაქვთ….ამიტომ იმოძრავეთ მუდმივად.” – წერს ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდაზიანება პოლიტიკაშიც, ისევე, როგორც ციხეში, არის მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის და სხვადასხვა ფორმით. მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებმა) თვითდაზიანების კიდევ ერთი ფორმა აირჩიეს – ეს არის თვითდაპატიმრება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა