შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო

ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „ბარსელონა“ სახლში „მურსიასთან“ 78:81 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.
შენგელიამ 25:05 წუთში 21 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 0 სამქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგია.
„მარკა“ წერს, რომ „ბარსამ“ მოულოდნელი მარცხი განიცადა, თუმცა ყველაზე უარესი ისაა, რომ „თოკომ“ ტრავმირებულმა დატოვა პარკეტი.
იმედია, ის სერიოზულად არ დაშავებულა და ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.
„ბარსელონა“ 2 მოგებით მერვე ადგილზეა და 9 ნოემბერს სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება – შენგელიას ლიდერობით “ბარსამ” ურთულესი მატჩი მოიგო
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი – “ბარსელონა” “დუბაისთან” დამარცხდა
შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”
შენგელიას 13 ქულა და “ბარსელონას” საშინაო მარცხი “ჟალგირისთან”