შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე დაესწრნენ. ​ფესტივალზე, რომლის მიზანს ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი. საღამოს მუსიკალურად გურული ფოლკლორის შემსრულებლები აფორმებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს