შეთანხმება მოიცავს სარგებელს ირანისთვის და რუსეთისთვისაც- ფაშინიანი სამშვიდობო დოკუმენტზე

11 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, -ს პრეზიდენტი ს შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.
,,მე ვფიქრობ, გასული დღის შეთანხმება და დეკლარაცია მოიცავს საკმაოდ ხელშესახებ სარგებელს ირანისთვისა და სთვისაც, რადგან იმ შემთხვევაში თუ… როცა ეს შეთანხმება შესრულდება… მაგალითად ირანს, ექნება სარკინიგზო წვდომა სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე. რუსეთსა და ირანს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ სარკინიგზო კავშირი ორ ქვეყანას შორის.
დიახ, თუ ჩვენ ვკონცენტრირდებით ამ შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, არამხოლოდ სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ თუ თურქეთი, არამედ რუსეთსა და ირანსაც ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ხელშესახები სარგებელი. რეალურად, უპრეცედენტოც კი, რადგან სამხრეთ კავკასიაში ამჟამად არ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ირანს რუსეთთან აკავშირებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი სარგებელი მოიტანოს ყველა ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვისაც.
უკვე ვახსენე, რომ გვაქვს პროექტი, სახელად მშვიდობის გზაჯვარედინი. რეალურად ეს შეთანხმება შესაძლოა იყოს კოოპერაციის გზაჯვარედინი, მშვიდობის გზაჯვარედინი და ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ არ გვსურს დავების პროვოცირება. არ გვსურს დაძაბულობის გამოწვევა და ა.შ. ჩვენი მიზანია გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა, მდგრადი განვითარება, ეკონომიკური და პოლიტიკური კოოპერაცია. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დეკლარაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხელსაყრელი პლატფორმა ამ ყველაფრისთვის”,- აღნიშნა ფაშინიანმა FoxNews-ის ეთერში.