შევარდნაძის შეცდომა “ვარდების რევოლუციის” დაშვებით, არ უნდა განმეორდეს

“ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, “ვარდების” ნაცვლად “ფერადი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე.
ჩიბურდანიძე იმედს იტოვებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს.
-“ისტორია ყოველთვის რაღაცას გვასწავლის, თუმცა, ვსწავლობთ თუ არა ჩვენივე შეცდომებზე, ამას დრო განსაზღვრავს. “გამჭვირვალობის კანონი” შევარდნაძის დროს რომ ყოფილიყო, “” აღარ მოხდებოდა და ქვეყანა გადარჩებოდა იმ სისხლიან რეჟიმს, რომლის სისასტიკესაც დღესაც განიცდის ჩვენი ქვეყანა. ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, “ვარდების” ნაცვლად “ფერადი”.
გამოდის რომ, ამერიკის რევოლუციებს მათივე და არა საქართველოს ინტერესებისთვის, თაობები უნდა შეეწიროს. თუკი ოდნავ მაინც გვაქვს თავმოყვარეობა, ამის დაშვება აღარ შეიძლება. შევარდნაძის შეცდომა “ვარდების რევოლუციის” დაშვებით, არ უნდა განმეორდეს! როგორ მკაცრადაც არ უნდა ისმოდეს ეს სიტყვები, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე. იმედს ვიტოვებ, რომ წარსულის შეცდომებს დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!