შალვა პაპუაშვილი UNICEF-ის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, იესპერ მოლერს შეხვდა.
“მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა UNICEF-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული ს რეგიონში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც იესპერ მოლერის თქმით, ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდარტებს აწესებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. აღინიშნა პარლამენტის დიდი როლი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტები.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია UNICEF-მა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოსთან.
შალვა პაპუაშვილმა იესპერ მოლერს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია

როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები

ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში