შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, თქვენ სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და თანამდებობის გამო მიაგდეთ მოქალაქეობა, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ

ქალბატონო ხატია, თქვენ თქვენს სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და ამ ქვეყნის მოქალაქეობა ში თანამდებობის გამო მიატოვეთ, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ თანამდებობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა „მიაგდო“ და შემდეგ დაბრუნებას ითხოვდა.
„ქალბატონო ხატია, ვინაიდან ასეთი პათეტიკა გქონათ უმრავლესობის მიმართ, ერთ რამეს შეგახსენებთ, თქვენ თქვენს სამშობლოს, ამ ქვეყანას ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო. გახსოვთ ხომ ეს? ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის. თანამდებობის გამო, მოქალაქეობა დატოვეთ. თანამდებობის გამო, მიაგდეთ მოქალაქეობა და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნებოდათ. ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ. როდესაც სამშობლოს ანაცვალებთ თანამდებობას, აქ პატრიოტიზმზე თავს ნუ დადებთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც