შალვა ოგბაიძე: სატრანსპორტო პოლიტიკა არის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის განვითარების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.
„ეკოლოგიურად უსაფრთხო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად დიდი პროექტია. მას მგზავრთა გადაყვანის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტის ფუნქცია ექნება. რაც შეეხება მეტროს, მისი რეაბილიტაციისთვის ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 475.000 ევრო და ეტაპობრივად დაიწყება 1970-იანი წლებიდან მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება. სულ მალე ქალაქს ჯამში 212 ახალი ვაგონი ეყოლება. სატრანსპორტო პოლიტიკა არის პროცესი ,რომელიც მიმდინარეობს და არ დასრულებულა. წინ კიდევ მეტი მნიშვნელოვანი დიდი პროექტები გველოდება.
ოპოზიციონერებო, თქვენ არასოდეს დაინტერესებულხართ ტრანსპორტის განვითარების პრობლემებით, მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებული. როდესაც სხვა არაფერი გაქვთ სალაპარაკო, საცობებზე იწყებთ საუბარს“, – მიმართა შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში