ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს

ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს
ქართულ დიქტატურაში რამდენიმე ტელევიზია უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ ღია ეთერში აკეთებს მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ, ლანძღავს ხელისუფლებას, ცილისწამების, ტყუილის და „ფეიკ ნიუსის“ ისეთი კორიანტელი, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას ალბათ არ ახსოვს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს. სცადონ მსგავსი რამ გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ან რომელიმე ქვეყანაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია