“ბიოგრაფი ლივინგის” დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება და ზრდის ტენდენციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
როგორც “ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, უძრავი ქონების ფასების ზრდა რეზიდენტული პროექტების სხვადასხვა კომპონენტის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.
“უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი მაჩვენებელია მიწის ღირებულება, რომელიც ვიცით, რომ იზრდება, რადგან ძალიან დეფიციტური ხდება და თბილისის ცენტრალურ უბნებში მიწა, როგორც თავისუფალი აქტივი, აღარ არსებობს.
