ყველა ევროპელ ლიდერს, რომელსაც საქართველოს პოლიტიკა აღიზიანებს, საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია

ყველა ევროპელ ლიდერს, რომელსაც საქართველოს პოლიტიკა აღიზიანებს, საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია
“გამობაიდენებული” ლიბერალიზმით თავბრუდახვეული ევროპა დიდი არჩევანის წინაშეა – ულტრამემარჯვენეები ეტაპობრივად ანაცვლებენ მემარცხენეებს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , ევროპარლამენტის ს შედეგებს.
მისი თქმით, ევროპა დიდი ცვლილებების პერიოდში შედის და უნდა აირჩიოს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით დაიწყოს ცხოვრება, თუ პოლიტიკურ ნაგავსაყრელში გაჰყვეს ლიბერალიზმს. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ყველა იმ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკა აღიზიანებს, საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია.
„რაღაც დამპალა დანიის სამეფოში”
“გამობაიდენებული” ლიბერალიზმით თავბრუდახვეული ევროპა დიდი არჩევანის წინაშეა – ულტრამემარჯვენეები ეტაპობრივად ანაცვლებენ მემარცხენეებს.
* საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა;
* ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა;
* ს პარტია მესამე ადგილზე გავიდა;
* ავსტრია, უნგრეთი, საბერძნეთი, , ყველგან მემარჯვენეები ლიდერობენ;
მოკლედ, დიდი ცვლილებების პერიოდში შედის ევროპა – ან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით უნდა დაიწყოს ცხოვრება, ან და უკან გაჰყვეს “ გამობაიდენებულ” ლიბერალიზმს, პოლიტიკურ ნაგავსაყრელში!
P.S. ისე, ყველა ევროპელ ლიდერს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკა აღიზიანებს და შსგან ადგილზე ვეღარ დგანან, წყალი რომ შეუდგა და საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია, რა სასიამოვნო სანახავია?! წადით ბიძიკო, ჯერ საკუთარ ლეგიტიმაციამორღვეულ პოლიტიკურ მომავალს მიხედეთ და მერე უქნიეთ თითი საქართველოს!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით