“ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა” – აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე კახი კალაძე კომენტარს აკეთებს

თბილისის მერი აქციის დროს დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კომენტარს აკეთებს:

“მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება 22 წლის დაშავებულს, გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა, რა იყო ამ ყველაფრის უკან”- აღნიშნა კალაძემ.

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით 22 წლის ბიჭის მდგომაორება ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც ექიმმა აღნიშნა 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება