კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სტუმრად „რასინგის“ 2:1 დამარცხების შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გორული გუნდის მწვრთნელმა დიეგო ლონგომ და ფეხბურთელებმა – რომარიკ ეტოუმ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გააკეთეს.
ლონგო: “პირველ რიგში „დილას“ ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ამ გამარჯვებას. ეს არ იყო საუკეთესო თამაში, რაც ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ. დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულებაში დაგვეხმარა. განმეორებით მატჩში კი ვიქნებით იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს. მოდით სტადიონზე და ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ სვლა”.
ეტოუ: „პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის. ეს არ იყო ის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, გორში ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, რომ სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს შექმნიან და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დამატებით ძალას შეგვძენენ. ჩვენ კი გპირდებით, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ”.
ანდრონიკაშვილი: „როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი მძიმედ დავიწყეთ, მეორე ტაიმში გოლების გატანა და გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, იმედია ძალების აღდგენას შევძლებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“.
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ეროვნული ლიგა. V ტური. “დილა” – “თელავი” [LIVE]
“დილას” იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
სრული სიგიჟე არგენტინის თასის ფინალში – 10 წითელი ბარათი და გამარჯვების გოლი 118-ე წუთზე [VIDEO]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი: ქართველის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა და თავად გახდა აუტსაიდერი
“დილამ” “სამგურალის” ყოფილი კაპიტანი დაიმატა
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
გიორგი პაპუნაშვილი “რასინგში” გადავიდა
“დილას” მცველს კონგოს ნაკრებში უხმეს
“ატლეტიკომ” 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა
საოცარი ფინიში – “ბოკა ხუნიორსი” არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა
