ყაზბეგში მაშველები რამდენიმე დღეა დაკარგულ მთამსვლელს ეძებენ

მყინვარწვერზე მთამსვლელი დაიკარგა. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.