“ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ – დღეიდან, CNN-ზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი გავა

“ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ – დღეიდან, CNN-ზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი გავა. ვიდეო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანიისთვის მომზადდა.
პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ვიდეორგოლი CNN-ის ეთერში ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა