ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა.
საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 7.2% მოდიოდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ღვინის ექსპორტზე 4% მოდიოდა.
ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად ა. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. ამასთან რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 2023 წელს ჯამურად რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობის ნახევარს აღემატება. (2023 წლის ექსპორტი 168.3 მლნ დოლარი, 62 282 ტონა ღვინო). ღვინის გაყიდვის ასეთი ზრდას მეღვინეები რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადის ზრდით ხსნიან. მეღვინეების ნაწილი განმარტავდნენ, რომ მწარმოებლები პირველ ოთხ თვეში ამ ბაზარზე წლიური რეალიზების 80%-მდე გატანას შეეცდებოდნენ.
იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ პერიოდში EU-ში 10 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 3 249 ტონა ღვინო გაიყიდა. ზრდა ღირებულებაში – 13%, მოცულობაში კი 13.7%-ია. ღვინის ექსპორტში ევროკავშირს მცირე – 8%-იანი წილი უჭირავს.
ღვინის გაყიდვებს თუ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის რეალიზება რუსეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, -ში გაიზარდა, ხოლო ში, ჩინეთში, ბელარუსში, ლატვიასა და ლიეტივაში შემცირდა.
ყურძნის ნატურალური ღვინოების -10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:
· რუსეთი – $99.5 მლნ, 37 045 ტონა;
· პოლონეთი – $4.9 მლნ, 2 006 ტონა;
· უკრაინა – $3.9 მლნ, 1 415 ტონა;
· ყაზახეთი – $2.9 მლნ, 893 ტონა;
· ჩინეთი – $2.2 მლნ, 633 ტონა;
· აშშ – $2.1 მლნ, 363 ტონა;
· გერმანია – $2 მლნ, 452 ტონა;
· ბელარუსი – $1.8 მლნ, 640 ტონა;
· ლატვია – $1.1 მლნ, 314 ტონა;
· ლიეტუვა – $664 ათასი, 197 ტონა.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა