ღარიბაშვილის თქმით, არჩევანი ზაფხულში ან ახლავე გადადგომას შორის ჰქონდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევანი ჰქონდა ზაფხულამდე დარჩენილიყო თანამდებობაზე, თუმცა ახლავე გადადგომა არჩია.
„ჩვენს გუნდში არის შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან — 5 წელი — პრემიერ-მინისტრი ვიყავი მე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გეგმა „თავიდანვე ასეთი იყო.“
„ორი არჩევანი არსებობდა: გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო [როტაცია]. მე პირველი არჩევანი ვარჩიე, ანუ ახლავე გადადგომა, რადგან საჭიროა, ერთი მხრივ მეტი დრო დავუთმო პარტიას და მ — მთავრობას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა, „ოცნების“ ყრილობაზე, წარმატებები უსურვა მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს და „ძმურ თანადგომას“ დაჰპირდა.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა თავად „მოისურვა”. თავად ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის დროსაც არ უთქვამს, რომ საკუთარი ინიციატივით მიდიოდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებზე გუნდთან ერთად იმსჯელა. მან თქვა, რომ განიხილებოდა იდეა ის პოსტზე დარჩენილიყო ზაფხულამდე ანუ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რაზეც მან უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ