ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბეს – დაღუპულია, სულ მცირე, 90 ადამიანი

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებები აქტიურია. ს ავიაციის მიერ, ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელიდან ღაზის სექტორში ქერემ შალომის გზით ჰუმანიტარული ტვირთი პირველად შევიდა. აქამდე, დახმარება მხოლოდ რაფაჰის გამშვები პუნქტით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე მდებარეობს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზის სექტორში “ჰამასის” უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. გვირაბი 50 მეტრამდე სიღრმეზეა გაჭრილი, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციითა და საკომუნიკაციო სისტემებით. აღსანიშნავია, რომ გვირაბი საკმარისად განიერია იმისთვის, რომ დიდი ავტომობილიც გადაადგილდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია