სამხრეთ ღაზის უდიდესი ქალაქის, ხან იუნისის მაცხოვრებლების თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ქალაქის თავზე ჩამოყარა ბროშურები, რომლებიც ყურანის ერთ-ერთ აიას ციტირებს. ამის შესახებ ისრაელური მედია, Times of Israel წერს.
“წარღვნამ წალეკა ისინი, რადგან ცოდვილები იყვნენ”. – წერია ბროშურებზე. აღნიშნული არის ციტატა ყურანის 29-ე სურის მე-14 აიადან.
The Israelis drop ominous leaflets today over Khan Younis that warn the residents with a Quranic verse:
“the flood carried away the wrongdoers”
(Surah 29, verse 14) pic.twitter.com/kGrl48Akl7— Gaza Report – اخبار غزة (@gaza_report) December 6, 2023
ხან იუნისში მყოფი ჟურნალისტი, ამერ ტაბში ამბობს, რომ მან თავად დაინახა როგორ გადმოყარეს ათასობით ფლაერი ისრაელის თვითმფრინავებიდან. მისივე თქმით, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ IDF-ის მესიჯი ნიშნავს, რომ “რაღაც ბევრად უარესი მოდის”, ზოგი კი ბროშურების ტექსტს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის სახელს, ალ-აკსას წარღვნას უკავშირებს.
ამასთან, წარღვნის შესახებ ტექსტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბოლოდროინდელ ცნობებთან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დატბორვას განიხილავს.