ღაზაში 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის იერიშს სკოლაზე, რომელსაც, არმიის განცხადებით, ჰამასი აფარებდა თავს

სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა ს თავდასხმას ღაზის ცენტრში მდებარე სკოლაზე, რომელსაც, ისრაელის არმიის განცხადებით, თავის ობიექტად იყენებდა -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო.
ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმა მოჰყვა არმიის განცხადებას, რომ ცენტრალურ ღაზაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებდა. საერთაშორისო მედიკოსები იუწყებიან, რომ განხორციელებული იერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა დიდია.
ისრაელის არმიის განცხადებით, მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სკოლაზე, რომელსაც გაეროს სააგენტო ამუშავებს პალესტინელი დევნილებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – მე დავასრულე შვიდი ომი, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით, მივიღე მხოლოდ ესკალატორი, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა – ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს