ღაზაში ნაგვისა და ნარჩენების მზარდი რაოდენობა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

მას შემდეგ, რაც ხალხი თავის განადგურებულ საცხოვრებელ უბნებს დაუბრუნდა, ქალაქ ღაზას ქუჩებში უამრავი ნაგავი და ნარჩენები დაგროვდა, რადგან შესაბამისი სამსახურები, პრაქტიკულად, არ მუშაობენ.
ღაზას სექტორის მრავალი სხვა ქალაქის მსგავსად, ისრაელთან 15-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქ ღაზაშიც აღარ ფუნქციონირებენ სტრუქტურები, რომლებიც წყალმომარაგებას, კანალიზაციას, საკვებით უზრუნველყოფას, მეჩეთებს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს და ინფრასტრუქტურას მიხედავენ.
განადგურებულ ანკლავში სიტუაციას ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეებიც ამძიმებს: ბევრი ადამიანი წვავს ნარჩენებს, რაც ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს.
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) განცხადებით, ღაზას სექტორში მყარი ნარჩენების მართვის კრიზისი სერიოზულ საფრთხეს არა მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უქმნის, არამედ დაზარალებულთა ღირსებასაც ლახავს.
„ეს სიტუაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, გარემოს და დაზარალებული თემების ღირსებას“, – იუწყება გაერო-ს განვითარების პროგრამა.
წყარო: 1tv.ge