ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოს 600-მდე პაციენტისა და პერსონალის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია – ჯანმო

ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოს 600-მდე პაციენტისა და პერსონალის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, საომარი მოქმედებების გამწვავებამ და ევაკუაციის შესახებ ს ბრძანებებმა ისინი იძულებული გახადა, დაწესებულება დაეტოვებინათ.
უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ჯანმო-ს მოუწია, გაეუქმებინა 7 იანვარს დაგეგმილი მისია ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ხუთ საავადმყოფოში. შესაბამისად, დაწესებულებებს პირველადი საჭიროების მარაგი ვერ მიაწოდეს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5-დან 7 იანვრამდე, 225 პალესტინელი დაიღუპა და 296 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპა დღეს არ არის მზად იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ეს ომი დასრულდეს, რა თქმა უნდა ჩვენთანაც იქნება მცდელობები, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს