“ქურდული სამყაროს“ წევრობა, გამოძალვა და გამოძალვაში დახმარება – ქუთაისის სასამართლომ 5 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს

ქუთაისის სასამართლომ, ორი დღის წინ დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს.
პროკურატურა მათ “ქურდული სამყაროს“ წევრობას, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებას, ერთ-ერთ მათგანს კი “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას ედავება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა მათი ადვოკატები პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია