ქუთაისის მერია ფრანგი მხატვრის გრაფიტის ვანდალურად დაზიანების ფაქტს იკვლევს

ქუთაისის მერიამ ქალაქის ისტორიულ უბანში, მონპლაზირის თაღთან 7 წლის წინ მოხატული გრაფიტის აღდგენის დაპირება გასცა. როგორც რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, შესაბამისი სამსახური არკვევს, ვინ ჩაიდინა ვანდალური აქტი. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანების ჩამდენს აუცილებლად გამოავლენენ. “გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!“ – განმარტავენ მერიის სტრატკომში.
ვინ და როდის აღადგენს კედლის მხატვრობას? მოიწვევნ ისევ ფრანგ მხატვარს, თუ ქართველ ქუჩის მხატვრებს მიმართავენ? – ამ კითხვებს ქუთაისის მერიაში, ჯერჯერობით ვერ პასუხობენ.
გრაფიტის ერთ ნაწილზე უცნობმა პირმა შავ, მწვანე და ოქროსფერ ფერში შესრულებული ლათინური ასოები 21 იანვარს გადაახატა.
გახატული წარწერის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილის დაზიანების გამო მოქალაქეებმა აღშფოთება და წუხილი გამოთქვეს და ვანდალური აქტის ჩამდენის გამოვლენა მოითხოვეს.

ქუთაისში ე.წ. მონპლეზირის მიმდებარე კედელი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის “ქარავან არტ-ფორუმი 2016” ფარგლებში მოიხატა. გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორია ფრანგი მხატვარი ვინი. მხატვარს ქუთაისის მსგავსად დიდი და ფერადი გრაფიტები ევროპის არაერთ ქალაქში აქვს შესრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს