ქრისტე აღდგა – “კომერსანტი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე შიოსა და მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად!