ქობულეთში ერთ-ერთ საწარმოში მამაკაცი დაიღუპა

ქობულეთში ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს, 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.