ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას

ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას
დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არსებითად ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.
„ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ. ძალიან სწორად ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მიერ, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავსმოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს