ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი – გერმანიის მომავალი კანცლერი

ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი – გერმანიის მომავალი კანცლერი
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი ომის პირობებში ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას გამორიცხავს. აღნიშნულის თაობაზე მან გამოცემა Handelsblatt-ს განუცხადა.
„ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში მიღების დაპირება და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალაში რჩება, თუმცა ამისთვის ომი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“