“ქვეყანა თქვენით უნდა ამაყობდეს” – ასე შეაფასა LADbible-მა ლუდი “ნატახტარი”

ფეხბურთის ციებ-ცხელება გრძელდება და… არამხოლოდ ფეხბურთის, ლუდებს შორისაც დიდი მარათონია გამართული. საფეხბურთო ლუდი „ნატახტარი“ ჯგუფიდან გავიდა და 24 ევროპულ ლუდს შორის მე-4 ადგილი მოიპოვა!
ცნობილი ბრიტანული ციფრული გამოცემა LAD Bible-ის ორგანიზებით, ლუდებს შორის შეჯიბრება მოეწყო. შეჯიბრებაში ყველა იმ ქვეყნის ლუდი მონაწილეობდა, რომლებიც ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობენ. ფატობრივად, Euro2024-ის მონაწილე ქვეყნების ლუდებს შორის სპეციალური გამოწვევა მოეწყო, სადაც გამარჯვებულები სამი მახასიათებლით გამოვლინდნენ – გემო, შეფუთვა და ისტორია. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თითო ქვეყნიდან მხოლოდ 1 ლუდის ბრენდი შეირჩა. საქართველოს ლუდი „ნატახტარი“ წარმოადგენდა,
რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას და მე-4 ადგილზე გავიდა.
მნიშვნელოვანია, რომ ლუდი როგორც ვიზუალურად, ასევე გემური თვისებებით იქნა შეფასებული და არაერთ ევროპულ ლუდს აჯობა. “ქვეყანა თქვენით უნდა ამაყობდეს” – ასე შეაფასა LADbible-მა ლუდი “ნატახტარი”.
საამაყოა ქართული ლუდის მე-4 ადგილზე გასვლა და ჩვენს ნაკრებსაც ვუსურვებთ წარმატებას!
“ნატახტარი” – ქომაგების მეგობარი!
R