,,ქვეყანაში, გირჩის გარდა, ყველა მოქმედი პარტია თქვენს დაჭერას ითხოვს” – იაგო ხვიჩია

გირჩის ლიდერი, :
,,ქალაქში ხალხს პანტაპუნტით იჭერენ, აქ გასაკვირი არაფერია, რადგან უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტპატიმრები, ისედაც საერთოდ ტყუილად სხედან ციხეში.
ასეთ დროს განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გადაიზარდოს ქოც-ნაცურ ან პრო რუსულ და პრო დასავლურ ჩხუბში, რადგან ასეთ საკითხებზე, ქოცებს უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.
ნარკოპოლიტიკა თანაბრად გვეხება ყველას, შეიძლება ქოცებს შედარებით რბილად, მაგრამ ქვედა დონეზე ძალიან მტკივნეულად მოხვდება ყველას ამომრჩეველს.
ჩვენ, მეგობრებთან ერთად აქციას ვატარებთ კვირას.
ძალიან მნიშვნელოვანია, დაჭერებს ვუპასუხოთ შიშის განდევნით და ბევრი ადამიანით აქციაზე, იმ მოთხოვნით რომ თავი დაგვანებონ.
ნუ გვიჭერენ საკუთარი ცხოვრების წესის გამო, იმიტომ რომ ვიღაცას ჩვენი აღზრდა თუ შეშინება მოუნდა.
როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ და ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა.
ქვეყანაში, გირჩის გარდა, ყველა მოქმედი პარტია თქვენს დაჭერას ითხოვს და ეს პროტესტიც სხვადასხვა დოზით ყველასთანაა, მინიმუმ მანამ სანამ პარტიები და პოლიტიკოსები ღიად არ გამოხატავენ, იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომელნიც მომავალში უეჭველად აღმოჩნდებიან ამ სისასტიკოს მსხვერპლნი.
თუ სხვა პარტიის მხარდამჭერები მოხვალთ, კვირას აქციაზე გთხოვთ ტრიბუნიდან საკუთარ რჩეულს მოუწოდოთ რომ შეგეშვას და შენს დაჭერას მხარი არ დაუჭიროს.
გელოდებით, ვცადოთ ერთმანეთი დავიცვათ სისტემის სისასტიკისაგან.
არ შეშინდე, არ დაიჭირო!“

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – პარლამენტში მოსვლის მოთხოვნით არც კომიტეტებს მიუმართავს თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მოუმართავთ კომიტეტებისთვის – ასეთი მოცემულობა გვაქვს