ქეთი ქურდოვანიძე: რუსული რეჟიმის თანამოაზრეა უკლებლივ ყველა, ვისაც ეს გაუხარდა

“რუსულმა რეჟიმმა 9 წელი მიუსაჯა საქართველოს რეფორმატორ პრეზიდენტს აბსურდული ბრალდებით. არის და ისტორიაში დარჩება, როგორც პუტინის რუსეთთან მებრძოლი გმირი.
რუსული რეჟიმის თანამოაზრეა უკლებლივ ყველა, ვისაც ეს გაუხარდა და ვინც ამაზე ხმა არ ამოიღო, ყველაზე ამაზრზენი კი ის ადამიანები არიან მიშას ხსენებას რომ კრძალავდნენ და კრძალავენ ახლაც აქციებზე,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია