ქეთი ქურდოვანიძე: რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთზე პატარა ქვეყანაა და აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოხდება

News.ge უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, ქეთი ქურდოვანიძის ვრცელ სტატუსს:
ძალიან სამწუხარო და უსიამოვნო დაპირისპირება მოჰყვა ჩემს სტატუს განათლების სისტემის სავალალო მომავლის თაობაზე, როდესაც ეს სტატუსი, სრულიად უადგილოდ, და გადაუმოწმებლად, ქალბატონმა ნანა დიხამინჯიამ დაუკავშირა იმავე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ EQAR-მა ვერ გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა დიპლომმა დაკარგა ხარისხის ნიშნი. ჩემი სტატუსი რომ ამ თემას არ უკავშირდება, მოწმობს ის პუნქტები, რომლებშიც ვსაუბრობ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საგამომცემლო საქმე, ლუგარის ლაბორატორია, საგამოცდო პროგრამები, გრანტები, კორუფცია და ა.შ. თუმცა, ქალბატონი ნანა უცილობლობს.
რაც შეეხბა EQAR აკრედიტაციის შეჩერებას, ეს არის ის სიმპტომური ნიშანი, რომელსაც ქვეყნის იზოლაციის პირობებში მოჰყვება ის, რაზეც ჩემს სტატუსში ვწერდი და რაც რეალურად მოხდა რუსეთში.
ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, რომ რუსული რეჟიმი ფეხდაფეხ მიჰყვება კრემლის სახელმძღვანელოს და არც ის უნდა იყოს ვინმესთვის გასაკვირი, რომ განათლების სისტემაშიც იგივე მოლოდინები გვქონდეს. შევეცდები ჩემი სტატუსი უცვლელად გადმოვიტანო და ყოველი პუნქტი განვმატრო, ასევე დავურთო რუსეთში განვითარებული მოვლენების დამადასტურებელი წყაროები, რათა სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს და ვინმემ ეს უსინდისოდ არ გამოიყენოს. რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთზე პატარა ქვეყანაა და აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოხდება.
ჩემი სტატუსი კი ასე იწყებოდა:
რა მოუვა განათლების სისტემას (ცხადია, ვგულისხმობ ქვეყანაში ამოქმედებული სანქციებისა და იზოლაციის შედეგად)
1. გაუქმდება ყველა ევროპული და ამერიკული სკოლის უცხოური აკრედიტაცია – რა მოხდა რუსეთში, მყისიერად იკლო უცხოური აკრედიტაციის მქონე სკოლებმა. რამდენიმე სკოლა უცხოური გავლენის აგენტადაც კი გამოცხადდა და, შესაბამისად, დაიხურა. სკოლებს შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა, რადგან, ერთი მხრივ, უნდა შეესრულებინათ ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, დაეკმაყოფილებინათ საერთაშორისო სტანდარტები. ბევრმა მათგანმა ვერ მიიღო აკრედიტაცია. გარდა ამისა, ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მაგალითად, International Baccalaureate (IB), დროებით შეაჩერა ურთიერთობა რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან , რამაც გაართულა აკრედიტაციის მიღება. სკოლებიდან წავიდნენ უცხოელი მასწავლებლები. პრობლემა შეექმნათ მოსწავლეებსაც: ზოგ შემთხვევაში მათ დიპლომს არ აღიარებდა ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა, ზოგ შემთხვევაში კი – უცხოური უნივერსიტეტები, რადგან ამ სკოლებს აკრედიტაცია ძირითდად ჩინეთისა და ს სხვა პარტნიორი ქვეყნების გავლით ჰქონდათ მიღებული. (დეტალურად იხ. ბმული ).
2. ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გაუუქმდება საერთაშორისო სტატუსი – უნივერსიტეტების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე სურათია, ამიტომ აღარ გავიმეორებ იმას, რაც სკოლებთან დაკავშირებით დავწერე. შეჩერებულია საერთშორისო პარტნიორობის 90 პროცენტი, მათ შორის ЕС, ყველა ერსასმუსპროგრამის ჩათვლით, ასევე, აკადემიური მობილობის პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ურთიერთობები შენარჩუნებულია მხოლოდ პირადი ნაცნობობის დონეზე. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო დარგების მიმართულებით. ორმხრივი პრობლემებია სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. უნივერისტეტების რეიტინგები მინიმუმის ზღვარზეა (დეტალურად იხილეთ ლინქი)
3. დაირღვევა ჩვენი მონაწილეობა ბოლონიის პროცესში-
რა მოხდა რუსეთში – 2022 წელს რუსეთი ბოლონიის პროცესს გამოეთიაშა, რამაც გამოიწვია აკადემიური მობილობის დაკარგვა, რუს სტუდენტებს შეექმნათ უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარების პრობლემები, რამეთუ რუსულ დიპლომებს ავტომატურად აღარ სცნობენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლონიის პროცესს არიან შეერთებულნი. შეიქმნა დიპლომების კვალიფიკაციის პრობლემა, უნივერსიტეტები დაუბრუნდნენ ძველ სისტემას (აღარ არსებობს ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), რუსული დიპლომის კვალიფიკაციის დადასტურების პრობლემამ უცხოეთში სამსახურის დაწყებაც გაართულა, შემცირდა წვდომა საერთაშორისო გრანტებსა და წამყვან ჟურნალებში მასალების გამოქვეყნებაზე. (დეტალურად იხილეთ ბმული)
4. შეჩერდება ყველა უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა –
რა მოხდა რუსეთში- ჯერ დროებით შეჩერდა, შემდეგ კი საგრძნობლად შემცირდა გაცვლითი პროგრამები DAAD, TEMPUS, ERASMUS და ა.შ. ასევე უკიდურესად შემცირდა სამეცნიერო პროგრამები, ამის მაგალითია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა პროექტი, ხოლო მათემატიკის საერთაშორისო კონგრესი ონლაინფორმატით ჩატარდა. რუსეთთან პარტნიორობას მხოლოდ აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა არ წყვეტს (დეტალურად იხილეთ ბმული)
5. შეჩერდება ყველა საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამა
-რა მოხდა რუსეთში: ყველაზე მსხვილმა დონორებმა – -მ, კანადამ, გერმანიამ, ესტონეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს შეუჩერეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო გრანტები. (დეტალურად იხილეთ ბმული).
6. შეჩერდება გაცვლითი პროგრამები
რა მოხდა რუსეთში – იხილეთ მე-3 პუნქტი (დეტალურად იხილეთ ლინქი)
7. ფარატინა ქაღლდად იქცევა ქართული დიპლომი
რაც რუსეთში მოხდა სწორედ იმის საგანგაშო ნიშანი იყო , როცა EQAR-მა ვერ გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია. დიპომის აღიარების პრობლემებზე ვისაუბრე მე-3 პუნქტში. (დეტალურად იხ. ბმული).
8. შეწყდება კვლევების დაფინანსება
რა მოხდა რუსეთში – კვლევითი პროგრამების შეწყვეტამ გამოიწვია საერთაშორისო გრანტებისა და დაფინანსების წყაროების დახურვა, რაც რუს მეცნიერთა შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს. ამან მრავალი პროექტი გააჩერა, რომლებიც უცხოური პარტნიორებით ფინანსდებოდა ან მათთან ერთად ხორციელდებოდა. ასევე, რესურსების ნაკლებობამ შეამცირა ახალი კვლევების დაწყების შესაძლებლობა. დარჩენილი პროგრამების დაფინანსება სახელმწიფო და ადგილობრივ წყაროებზეა დამოკიდებული, რაც პრობლემებს უქმნის სამეცნიერო სექტორს (დეტალურად იხილეთ ბმული)
9. გაჩერდება ლუგარის ლაბორატორია – ეს საკითხი საქართველოს ეხება, ლაბორატორიისთვის ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს მის დახურვას
10. დიდ დარტყმას მიიღებს საგამომცემლო სექტორი –
რა მოხდა რუსეთში – დაიწყო საგამომცემლო ხარჯების ზრდა და საერთაშორისო წვდომის დაკარგვა. გამრავლდა პირატული გამოცემები, შემცირდა რეპრინტების შეძენის შესაძლებლობები და ფონდებში ცალკეული წიგნის დაფინანსების შესაძლებლობა. (დეტალურად იხილეთ ბმული).
11. შეჩერდება უცხოური სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის თარგმნა. საქართველოში სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნისთვის გრანტებს გასცემენ სხვადასხვა საელჩოები. ადგილობრივი რესურსებით წიგნები ნაკლებად ითარგმნება, რადგან ასეთი გამოცემების თარგმნა საკმაოდ ძვირია.
12. ჩვენი მეცნიერები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში
რა მოხდა რუსეთში – თითქმის სრულად შეჩერდა კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მხოლოდ ონლაინ ფორმატი დარჩა., რამაც გავლენა მოახდინა ახალი იდეების, კვლევებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე (დეტალურად იხილეთ ბმული).
13. სამეცნიერო ჟურნალებს გაუუქმდებათ სამეცნიერო გრიფირება
რა მოხდა რუსეთში – საერთაშორისო ავტორების მოზიდვის პრობლემამ ძალიან გაართულა გრიფირების სტანდარტის შენარჩუნება. ეს რუსეთში საგანგებო პრობლემად იქცა (დეტალურად იხილეთ ბმული)
14. შეჩერდება სასერთიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში.
-რა მოხდა რუსეთში 2022 წლიდან IELTS და TOEFL სერტიფიცირებული ცენტრები აღარ არსებობს. კანდიდატებმა უნდა გაიარონ IELTS საზღვარგარეთ ან აირჩიონ TOEFL-ის ონლაინ ვერსია. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მეზობელ ქვეყანაში. (იხ. ბმული).
15. ხელმისაწვდომი აღარ იქნება SAT-ისა და GMAT -ის გამოცდები
– რა მოხდა რუსეთში, აქაც იგივე მდგომარეობაა რაც უცხო ენის სერტიფიცირების გამოცდებში მისი ჩაბარება შეიძლება მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში (იხილეთ ბმული).
16. დაიწყება ტვინების გადინების ახალი ტალღა
-რა მოხდა რუსეთში, მეცნიერების მასობრივი ემიგრაცია, რამაც გამოიწვია სპეციალისტთა დეფიციტი, ასევე, ახალგაზრდა სპრეციალისტების, განსაკუთრებით კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. (დეტალურად იხ ბმული).
17. კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
რა მოხდა რუსეთში – დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქციების დაწესებამ შეამცირა საერთაშორისო თანამშრომლობა სამედიცინო კვლევებში, რაც განსაკუთრებით რთულდება, როცა ახალი მკურნალობის მეთოდების ან მედიკამენტების შექმნაა საჭირო. შემცირდა ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. სანქციების გავლენით შემცირდა დასავლური ტექნოლოგიების, აპარატურისა და სასწავლო რესურსების რუსეთში შემოტანა.
(დეტალურად იხილეთ ბმული).
18. გაღრმავდება ტექნოლოგიური ჩამორჩენა – ეს ახლაც თვალსაჩინოა და დეტალურად დაწერა არ სჭირდება, განსაკუთრებით, ციფრული ტექნოლოგიები.
20. ისედაც ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა სრულიად დაკარგავს დივერსიფიკაციის ნიშნებს.
-რუსეთში გაუქმებულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურები, სისტემა კი ცენტრალიზებული და ტოტალიტარული, მკაცრი ცენზურით. არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია.
21. ნელ-ნელა გაქრება ყველა კერძო უნივერსიტეტი.
-რა მოხდა რუსეთში. დაიხურა ბევრი კერძო უნივერსიტეტი, უცხოელი სტუდენტების ნაკლებობამ მათ ფინანსური პრობლემები შეუქმნა (დეტალურად ბმულში).
22. აღდგება კორუფცია და „ჩაწყობა“.

Российское образование под натиском международных санкций: какие перемены нас ждут?

«Наука и образование в условиях санкций: первоочередные антикризисные меры». Круглый стол фракции КПРФ в Госдуме

წყარო

РОССИЙСКАЯ НАУКА В ПЕРИОД САНКЦИЙ В СВЕТЕ ПРОБЛЕМЫ МОДЕРНИЗАЦИИ РОССИЙСКОЙ ЭКОНОМИКИ

წყარო

წყარო

Задач больше, а ресурсов — меньше: что происходит с высшим образованием в России

წყარო

В каких странах котируется российский диплом: признание образования за рубежом

Канада запретила гранты для ученых из России на оборонные исследования

Образование и наука под санкциями

წყარო

წყარო

«Не стоит вливать молодое вино в старые мехи»: публикации и наукометрия в условиях санкций

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს