სოციალური აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ქრონოლოგიურად მივყვეთ პროცესებს:



-რატომ მირტყამ?
რის შემდეგაც პოლიციელი აგრძელებს მის ცემას, მერე ანატოლი გიგაური უბრუნებს ხელს _ აი ეს ხელის შებრუნების ვიდეო დადო მხოლოდ იმედმა და დანარჩენი გააქრო (უსინდისო ტელევიზია!)



საპატრულომ მიიყვანა განყოფილებაში და გაუფორმეს, რომ საპატრულომ დააპატიმრა. კრიმინალური სულ გააქრეს ამ ამბებიდან (დანაშაულია რაც საპატრულომ და კრიმინალურმა ერთად მოიმოქმედა, მაინც რომ ვიცოდეთ)

-მე ხევსური კაცი ვარ და არასდროს ტყუილს არ ვიტყვიო!
ხევსური კაცის სიტყვას ენდნენ ადვოკატები და მე ამ ამბავში სწორედ ეს მიყვარს ♡
რა სულმდაბლები არიან ტყუილის მთქმელი პოლიციელები და ზნეობრივად რა მაღლა დგას ანატოლი!


ჰემატომა იქ განმივითარდა ბატონო მოსამართლე, აი ამ კაცის წინაშე მცემდნენ, კომპიუტერზე აწკაპუნებდა, როცა ოთახში შემოდიოდნენ და მცემდნენო! საერთოდაც რატომ გამაშიშლეთ, რატომ მაიძულეთ გაშიშვლებაო,
მოსამართლემ, მართლა გააშიშვლეთო?
და პოლიციელმა, კი, პროცედურული ნაწილი იყოო..
(პოლიციის განყოფილებაში, კამერებისა და ყველას თვალწინ გაშიშვლებას გისურვებთ ყველა კაცს და ქალს, ვინც ამ ამბავს მიესალმებით. მერე კამერების გაქრობას და როცა დასჭირდებათ, მაშინ გაჩენას და საერთოდაც, შესახლების დროს, წინასწარი დაკავების იზოლატორში ხდება გაშიშვლება, ისიც არა მთლიანად და არა პოლიციაში!)

და 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ ანატოლი გიგაური დამნაშავედ ცნო: წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და 2 წელი მიუსაჯა!

გირტყამს;
მერე ხელს შეუბრუნებ და თავს დაიცავ; მერე სახლში მიმავალს, კრიმპოლი დაგესხმება თავს, გათრევს, გახოხიალებს, ისე დაგიჭერს;
გადაგიყვანს განყოფილებაში, იქ დაწერს საპატრულომ აიყვანაო;
იმ განყოფილებაშიც გცემს, გირტყავს, ისე გცემს, რომ ჰემატომა განგივითარდება;
გაგაშიშვლებს;
შეურაცხყოფას მოგაყენებს;
მერე შენს წინააღმდეგ, პროპაგანდის მანქანას ჩართავს;
9 თვე, ყოველ დღე, პოლიციელებს მოაყოლინებს როგორ დაესხა თავს ანატოლი პოლიციელს, ღირსებას აჰყრის ყველა ამ პოლიციელს
და
ბოლოს იტყვის, უი, პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა, ტყუილს ყვებოდნენ პოლიციელები, უნდა გადაუკვალიფიციროთ მუხლი, მაგრამ ჰო არ გავამართლებთ, მაინც უნდა დავიჭიროთო და 2 წლით დაგჭერს
ესაა ქოცური სამართალი.
წამო, წამო, 41 შემოვხაზოთ,
მთავარია 700 000 კაცს, 300 ლარს აძლევენ და 1500 ლარს ურიგებენ საჯარო მოხელეებს!
ღირს გაჩუმებად ♡
არადა
არა!
არ ღირს!
იმიტომ, რომ ხვალ შენ მოგადგებიან და ისე გაგიმეტებენ,
როგორც რომეო გაიმეტეს,
რას შვება ქოცი მინისტრის მოადგილე,
ბოლოს როდის მოიკითხეთ ქოცებმა?!
ამაშია საქმე!
არცერთი დღე არ შერჩებათ ქოცებს,
რაც ამ უდანაშაულო ხალხს ციხეში გამოატარეს!
არცერთი დღე!
-ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
-დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!