„ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:
საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე ;
სამართლიანობისთვის – ;
დროა – ელენე ხოშტარია;
გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ;
ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია;
კანონი და სამართალი – ;
ლელო საქართველოსთვის – ;
ახალი – ;
მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი ;
ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი ;
თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია;
სტრატეგია აღმაშენებელი – ;
ევროპული საქართველო – ;
რესპუბლიკური პარტია – ;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა ;
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე;
ეროვნულ – დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა;
დამოუკიდებელი დეპუტატები:
ნატო ჩხეიძე;
როსტომ ჩხეიძე;
თამარ კორძაია;
ხატია დეკანოიძე;
არმაზ ახვლედიანი.
„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.
­­

ასევე დაგაინტერესებთ

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – შსს-თვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს – ორგანიზაცია მზადაა, მათ გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს