„ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი – პრეზიდენტი

„ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია ს საქციელი – პრეზიდენტი
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
„ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აუცილებელი. იმ, სამწუხაროდ დამარცხებულ პროცესში, მათ უკვდავების მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო უკვდავია და ეს გმირობა ამას ნიშნავდა.
რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს. მინდა გამიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური. „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, დანაშაული რომ ჩაიდინა და საქართველოს რომ გენოციდი მოუწყო, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა

მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ