„ქართულ კომპანიებში განათლების დონე კვლავ გამოწვევად რჩება“ – ალექსანდრე მარგიშვილი

ქართულ კომპანიებში განათლების, ცოდნის დონე კვლავ გამოწვევად რჩება. ბევრ კომპანიას მიაჩნია, რომ მზად არ არიან ფასიანი ქაღალდები გამოუშვან და ვერც ვერასდროს იქნებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე მარგიშვილი გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
„პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა. მათ შორის, სავალო ფასიანი ინსტრუმენტები უკვე ძალიან კარგი ტემპით იზრდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ინვესტორების მხრიდან იზრდება საქართველოში დაბანდებისადმი ინტერესი, ასევე თვითონ იმ კომპანიების და ინსტიტუციების მზადყოფნა იზრდება, რომლებიც ფასიან ქაღალდებს უშვებს და ორგანიზებულ კაპიტალის ბაზარზე ათავსებს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის და მისი თანმდევი კაპიტალის ბაზრის შედარება თურქეთთანაც ძალიან ძნელია, რადგან მასშტაბი სრულიად განსხვავებულია. ტენდენცია საკმაოდ დადებითია, აქტივობაც იზრდება ინვესტორების მხრიდან და ემიტენტების მხრიდანაც. კაპიტალის ბაზარზე გასვლა ძალიან აჩქარებს კომპანიის ზრდას“, – აცხადებს ალექსანდრე მარგიშვილი.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ