ქართული რესტორანი Stumara ჩიკაგოში ფართოვდება – რა გეგმები აქვთ დამფუძნებლებს?

ჩიკაგოს მახლობლად, უილინგში მდებარე ქართული რესტორანი Stumara წელს, ჩიკაგოს ცენტრში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა, თამთა სანოძემ BM.GE-სთან ისაუბრა.