“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ კანონპროექტებს, მათ შორის, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს;
დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ლამინირებული პირადობის მოწმობებს ეხება.
გარდა ამისა, დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“.
“კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია კონსენსუსი – მომდევნო ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა და სრულად აღჭურვონ”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას

იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, რომ ეს ყოველივე ჩაეფარცხათ – მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე, უფრო შორეული საქმეების გამოძიებაც შეიძლება