„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია .
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.
ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.
ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში.
ეს არის ის სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება

2008 წლის 8 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ – ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში