„ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა მოსახლეობასთან ერთად დღესასწაული „ადიგენობა“ აღნიშნა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, „ადიგენობის“ დღესასწაულს დაესწრო. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ადიგენში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა: ნიაზ ჩირგაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა ფეხბურთში, საბავშვო გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა, მესხური სამზარეულოს დეგუსტაცია, საპატიო ადიგენელების დაჯილდოება და კონცერტი სხვადასხვა შემსრულებლების მონაწილეობით.
„ადიგენი დიდი ისტორიის მქონე მუნიციპალიტეტია. ჩემთვის ადიგენი განსხვავებული ემოციაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ გვაქვს ულამაზესი მხარე, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ ადიგენის და ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობით და ღირსებით“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს