ქართული კარტოფილის ექსპორტი 30-ჯერ გაიზარდა – მთავარი ბაზარი რუსეთია

ქართული კარტოფილის ექსპორტი 30-ჯერ გაიზარდა – მთავარი ბაზარი
2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა – 932 ტონა იყო ექსპორტირებული.
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე