ქართული ვაშლის ექსპორტი 654%-ით გაიზარდა – პროდუქციის 98% რუსეთში გადის

ქართული ვაშლის ექსპორტი იანვარ-ივლისში წლიურად 654%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის შვიდ თვეში ექსპორტზე გავიდა 6.697 მლნ დოლარის 10 746 ტონა ქართული ვაშლი. შარშან იმავე პერიოდში კი 888 ათასი დოლარის 1 345 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათლით, წელს 1 კგ ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 62 ცენტი იყო, შარშან კი 66 ცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ვაშლის საექსპორტო ფასი 6%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია, რომ წელს შვიდ თვეში ქართული ვაშლის ექსპორტი მხოლოდ ოთხ ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი წილი კი რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, ქართული ვაშლის 98% რუსეთში გავიდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ვაშლის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
· – 6.6 მლნ აშშ დოლარის 10 596 ტონა;
· ბელარუსი – 51 ათასი დოლარის 58.9 ტონა;
· სომხეთი – 30.7 ათასი დოლარის 31.8 ტონა;
· ყაზახეთი – 15 ათასი დოლარის 60 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს წელს იანვარ-ივლისში 82%-ით შემცირდა ვაშლის იმპორტი. კერძოდ, წელს იმპორტირებულია 926 ათასი დოლარის 1 141 ტონა ვაშლი, ხოლო შარშან 5.09 მილიონი დოლარის ღირებულების 7 213 ტონა.
აღსანიშნავია, რომ შარშან 1 კგ ვაშლის იმპორტი გადასახადების გარეშე თითქმის 71 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი 14%-ით გაიზარდა და 81 ცენტი შეადგინა.
წელს შვიდ თვეში ვაშლის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
· თურქეთი – 569 ათასი დოლარის 779 ტონა;
· ნიდერლანდები – 119 ათასი დოლარის 64 ტონა;
· – 115 ათასი დოლარის 160 ტონა;
· პოლონეთი – 35 ათასი დოლარის 41 ტონა;
· ჩილე – 28 ათასი დოლარის 19 ტონა.
bpn.ge