ქართული არა, “ომის ქარტიით” წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს

ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე! – ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპაში “ქართული ქარტიით” იმყოფებოდა და დაპირებებიც მიიღო.
ქადაგიძის თქმით, ზურაბიშვილი არა ქართული, არამედ ომის ქარტიით იყო წასული და დავალება მიიღო, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს.
“ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური მარილი მოაყარე
მოსახვევში, მოლიპულია და რამეს არ წამოასკდეთ ქალბატონო სალომე!
„ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ
პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”
ქართული არა, “ომის ქარტიით” წახვედი ევროპაში და პირობა კი არა, დავალება მიიღე პატრონებისგან, რომ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მთავრობაში დაბრუნებისთანავე დავეწევით და გავუსწრებთ ს ნგრევით, კორუფციით და სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საზარბაზნე ხორცის როლის სანიმუშო შესრულებით.
მოკლედ, შენ ისეთ დღეში აღმოჩნდები მალე ქალბატონო, რომ ბებიაშენის ფაიფურების წაღება, მეტროთი მოგიწევს სახლში.” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ “კრებსით ნაციონალურ მოძრაობას” არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!