ქართველ ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა კავშირი ნატა ფერაძის დაკავებას გმობს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

“ქართველ ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა კავშირი” ნატა ფერაძის დაკავებას გმობს. ამის შესახებ წერილი მათ მედიას, ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნეს.
“ჩვენ, ქართველ ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა კავშირი” მკაცრად ვგმობთ ნატა ფერაძის დაკავების ფაქტს და ვფიქრობთ, რომ ეს არის პუტინისთვის გაგორებული კოჭი, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვიც უცხო არ არის, თუმცა ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებსა და ნატო-ში ინტეგრაციას.
მოვითხოვთ, 3 თებერვლის დილასვე ჩაინიშნოს სააპელაციოს სხდომა და ნატა ფერაძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული პატიმრობიდან, ვინაიდან ის არის ქართველი ერის სინდისი და ნამუსი, რომელიც ბევრი იმ ადამიანის სათქმელს ამბობს ღიად და მედგრად, ვინც ამას ამ დრომდე ვერ ან არ ბედავს “- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
Previous: საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში