Lloyd’s List-ის გამოძიების შედეგად გამოვლინდა კორპორაციული სტრუქტურები, რომლებიც ირანს, აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით ნავთობისა და ნავთობქიმიური საქონლის გადაზიდვაში ეხმარებიან.
გამოძიებაში ფიგურირებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამტანი გემების ფლოტი. ამ გემებთან დაკავშირებული კომპანიების შესწავლისას გამოძიების ერთი მიმართულება სამხრეთ ლონდონში მდებარე რესტორან Kartuli-მდე მიდის, რომელიც ლონდონში, ისტ დულვიჩში მდებარეობს და მისი დირექტორი და აქციონერი, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე, თამილა ჯმუხაძეა.
Lloyd’s List-ის 2023 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოძიებაზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას „ტაბულა“ აქვეყნებს.
სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.
