ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

23 წლის თავდამსხმელი გიორგი გაგუა შეიძლება მალე ხორვატიული „ისტრადან“ ესპანურ „მალაგაში“ გადავიდეს, – იტყობინება Diario Sur-ი.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „მალაგა“ მზადაა გაგუას სანაცვლოდ 500 ათასი ევრო პლუს ბონუსები გადაიხადოს.
გაგუამ გასულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ადრე ესპანეთში „ალავესი B”-სა და „რეალ უნიონში“ თამაშობდა. გიორგის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 14 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ეროვნული გუნდში ივნისში შეკრებაზე გამოიძახეს, მაგრამ ფარერებთან და კაბო ვერდესთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
„მალაგამ“ გასული სეზონი სეგუნდა დივიზიონი 53 ქულით მე-16 ადგილზე დაასრულა.
კიდევ ერთი ქართული გოლი და “ლა ლიგაში” თამაშის შანსი
რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ – ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება
გაგუა მომავალ სეზონში ხორვატიულ გუნდში იასპარეზებს
რამაზ სვანაძე: ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი გუნდის
გაგუასა და ოგბაიძის სატრანსფერო პერსპექტივები – ინტერვიუ მენეჯერ სანდრო ჩხაიძესთან
Geo Team: “სლოვანს” გაგუას დამატება სურს – ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია